„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი“ - კონფერენცია

13 ოქტ 2023

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“-აღნიშნულ თემაზე კონფერენცია  დასრულდა.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, კონფერენციის მონაწილეებმა - მეცნიერებმა, მკვლევარებმა და ექსპერტებმა მსოფლიოს 11 ქვეყნიდან  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს, ასევე შეიმუშავეს რეკომენდაციები სამომავლო აქტივობების  შესახებ.