პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ

13 ოქტ 2023

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ. ამის შესახებ Times of israel-ი წერს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.