შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები

14 ოქტ 2023

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. 

სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ სამართალდამრღვევებს  65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  

გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა უფლება თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.