სამი ახალი ხიდი ხულოში

14 ოქტ 2023

ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ახალი ხიდი აშენდა. ღორჯომი-ბახმაროს, დიოკნისი-მაჩაქნარას და ლოდიძირი-საკამბეჩოს საავტომობილო გზებზე ახალი ხიდების მშენებლობა დასრულდა. სამივე ხიდის მშენებლობაზე 699 677 ლარი დაიხარჯა.

ამ ეტაპზე ხულოში მიმდინარეობს საყრდენი კედლების, გაბიონების და რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.