პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

15 ოქტ 2023

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მმართველი პარტია „სამართლის და სამართლიანობისთვის“ კენჭს მესამედ იყრის.

ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის გამარჯვება ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის გზაზე დააყენებს.

საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიხურება.

მოქალაქეები პოლონეთის სეიმის 460  და სენატის 100 წევრს აირჩევენ.