რომის პაპი ღაზაში ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

15 ოქტ 2023

რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, „დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ვითარებას“.

„გთხოვთ, აღარსად დაიღვაროს სისხლი. ომები ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს“, - აღნიშნა პაპმა.