ქიბარ ხალვაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

04 მარ 2017

ქიბარ ხალვაში დარწმუნებულია, რომ სტრასბურგში გადაწყვეტილებას სწორედ მის სასარგებლოდ გამოიტანენ. მისი განცხადებით, ის მზად არის „რუსთავი ორის“ დამფუძნებლებს გია დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 50%-იანი წილი  გადასცეს, თუმცა მოლაპარაკების დეტალები უცნობია. ხალვაშის მტკიცებით, მას “რუსთავი 2” 2005-2006 წლებში იძულებით დაათმობინეს. უზენაესმა სასამართლომ 11 წლის შემდეგ არხი სწორედ მას მიაკუთვნა. გადაწყვეტილების აღსრულება კი  მეორე დღესვე, ანუ 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებით შეაჩერა.