„ჩვენ დავანგრევთ „ჰამასს“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

15 ოქტ 2023

''ჰამასი'' ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვტეხდა, მაგრამ ჩვენ დავანგრევთ ''ჰამასს'' - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით ომის მიმდინარეობისას საგანგებოდ შექმნილი მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. აღნიშნა, რომ სხდომას ეროვნული პარტიის 5 წევრი ესწრებოდა.

ნეთანიაჰუ და ოპოზიციონერი დეპუტატი საგანგებო სხდომის შექმნაზე 11 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

პრემიერის თქმით, მზად არიან იმოქმედონ ნებისმიერ მომენტში, რათა მათ წინააღმდეგ მოქმედი სისხლიანი ურჩხულები გაანადგურონ.