ბაიდენი ისრაელს ეწვევა

17 ოქტ 2023

აშშ-ის პრეზიდენტი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა. ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

ბლინკენის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას. 

ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.