ნიკა მელიას განცხადება ''ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების ენმ-ს მენეჯმენტის'' შეხვედრაზე

18 ოქტ 2023

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის და წევრების კეზერაშვილთან განხორციელებულ ვიზიტს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება.

“ჩემთვის მიუღებელია პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად, ფულის შოვნისა და ბიზნეს გავლენების მოპოვების საშუალებად ქცევა'' – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

როგორც აღნიშნავს, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება და ვიწრო ჯგუფის ინტერესებით პროცესების მართვა. 

„უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციას, ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრის შესახებ; მიუღებელია პოლიტიკური ვაჭრობა, ის ოლიგარქიული მართვის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. თუ რამეა პოლიტიკაში რუსული, არის სწორედ ეს… - წერს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე.