პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა - პოლიტიკური შეფასებები

19 ოქტ 2023

პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა შედგა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერა. შედეგი კი ასეთია: ფარული კენჭისყრისას ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას მხარს დაუჭერდა.

იმპიჩმენტის საკითხისას რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, ერთი კი  წინააღმდეგ წავიდა.