საგარეო საქმეთა მინისტრის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

19 ოქტ 2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზეც.

რობინ დანიგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.