ახალი ქვესადგური კურორტ გოდერძზე

20 ოქტ 2023

ზამთარში, ტურისტულ სეზონზე კურორტ გოდერძის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით გოდერძზე ახალი ქვესადგური აშენდა. 

სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს ახალი, 35კვ-ანი მიწისქვეშა სადენით უკავშირდება. 

ქვესადგური ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და ამ ეტაპზე აბონენტების დაერთება მიმდინარეობს. მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად შეძლებს.

ახალი ქვესადგურის მშენებლობისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა