საველე სწავლება 

20 ოქტ 2023

31-ე ბატალიონმა საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი კვირის განმავლობაში ქვედანაყოფი მოემზადა საინჟინრო კუთხით, საარტილერიო ცეცხლის მანევრთან ინტეგრირებით ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ასევე ჯავშანტექნიკასთან ერთად  მოქმედებებში.