ბაიდენი ვაშინგტონში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს უმასპინძლებს

20 ოქტ 2023

ვაშინგტონში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს ელოდებიან. ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენთან და შარლ მიშელთან შეხვედრას გამართავს.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი აშშ-ის 27-ე სამიტს დაესწრება, რომელზეც ტრანსატლანტიკური პარტნიორობისა და ამ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროების განხილვა იქნება შესაძლებელი.

უცხოური მედიის ცნობით, სამიტის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ისრაელის ომი იქნება.