„ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

21 ოქტ 2023

ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ Georgian Airways-ი ხვალიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს, მაგრამ ამატებს დამატებით რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

შესაბამისად, ვისაც ისრაელიდან თბილისის მიმართულებით უნდა წასვლა, და ვერ ახერხებს პირდაპირ რეისზე ბილეთის შეძენას, შეუძლია, ლარნაკაში გადაჯდომის სერვისით ისარგებლოს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Georgian Airways-ი წყვეტს ფრენებს, რამედენიმე კომპანია განაგრძობს პირდაპირ ფრენებს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით.