ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს ვაშინგტონში ელიან

22 ოქტ 2023

ვაშინგტონში ახალი ვიზიტით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცდება. შესაძლოა, საფუძველი სხვა მაღალი დონის შეხვედრებსაც ჩაეყაროს.

ამ თვის განმავლობაში დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგშია: ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოება, ვითარება უკრაინაში, ფენტანილის პრობლემა და რამდენიმე სხვა საკითხი.