ბასილაშვილი ბრესტის ჩელენჯერის საკვალიფიკაციოს პირველივე წრეში დამარცხდა

23 ოქტ 2023

ტრავმის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერადაც დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრესტის ჩელენჯერის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგ კალვინ ემერისთან ორ სეტში, 1:6, 6:7 წააგო.

ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 394-ე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე ემერი 208-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრავმით თამაშობდა.

ზაფხულში მან იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა და კორტს მხოლოდ მიმდინარე თვეში დაუბრუნდა.