“დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება” - კონფერენცია

23 ოქტ 2023

დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება - სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე განიხილება სისტემურ პრობლემასთან ბრძოლის მეთოდები. სახალხო დამცველის აპარატის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 6 თვეში არასრულწლოვნების მშობიარობის 201 შემთხვევაა აღრიცხული.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პრობლემაზე სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს.