სტუდენტების სტაჟირების პროგრამა

24 ოქტ 2023

ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან.

შესაბამის მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მოეწერა.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებებსაც ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით.