საქართველო-შოტლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო 

24 ოქტ 2023

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გამართავს.

მატჩის ბილეთების გაყიდვა ticket.ge-ზე ონლაინრეჟიმში დღეს დაიწყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ცნობით, თითოეულ მომხმარებელს, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.