რომან დოლიძის და ჯარედ კანონიერის ბრძოლა აღარ გაიმართება

24 ოქტ 2023

უეფსის ამერიკელმა მებრძოლმა ჯარედ კანონიერმა განაცხადა, რომ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც დეკემბერში რომან დოლიძესთან ვეღარ იბრძოლებს.

თავდაპირველად, დოლიძეს ნოემბერში დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ ჰქონდა ჩანიშნული ჩხუბი და ეს დაპირისპირებაც მეტოქის დაზიანების გამო გაუქმდა.

რაც შეეხება კანონიერთან ბრძოლას, საშუალო წონის რეიტინგის მეოთხე ნომერთან ერთად დოლიძე ოქტაგონზე 3 დეკემბერს უნდა შესულიყო. ჯერ უცნობია, ვინ იქნება 35 წლის რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე.