შოვში მომხდარი ტრაგედიის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება

24 ოქტ 2023

შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, გასაჯაროვდება მასალებიც. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი, ამ დრომდე ეძებენ.