ოლივერ ვარჰეი: „საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება“

25 ოქტ 2023

საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს.

ოლივერ ვარჰეი ამ სტატუსით ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით,  შეფასდა 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა.