ფეხბურთში საქართველოს თასის ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ 

26 ოქტ 2023

გაიმართა საქართველოს "დავით ყიფიანის" თასის დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი. წყალტუბოს სამგურალმა ზესტაფონში დინამო თბილისს პენალტების სერიაში სძლია, ხოლო ფოთის კოლხეთმა ქუთაისის ტორპედოს 103-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.

ნახევარფინალებში ფოთის კოლხეთი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს, საბურთალო კი გასვლით მატჩს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს. ნახევარფინალური მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.