ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო პასს ირჩევს 

27 ოქტ 2023

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ საიტზე და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ხუთი საუკეთესო საგოლე პასი, რომელთაგანაც ტურის საუკეთესო ასისტი შეირჩევა.

ხუთეულში ერთბაშად ორი ქართული პასია - ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი რასპადორის გოლზე უნიონის კარში, ასევე ირაკლი აზაროვის საგოლე პასი ბარსელონასთან მატჩში.

ქართველების გარდა ხუთეულში გაბრიელ ჟეზუში, კრისტიან ერიკსენი და მეტ ო რაილი მოხვდნენ.