ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა

27 ოქტ 2023

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ბოლო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში 7 028 ადამიანი დაიღუპა, რომელთა 60 პროცენტზე მეტი ქალები და ბავშვები არიან.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს ხელმძღვანელი, ფილიპე ლაზარიანი აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული დარჩენილი საჯარო სერვისები სწრაფად ინგრევა და ომის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე ხალხი ახლა საკვების ნაკლებობას განიცდის.