მაქაცარიას ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

28 ოქტ 2023

ბათუმში  მაქაცარიას ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები, ტროტუარი და ბორდიურები.

სამუშაოები მომდევნო წლის მაისის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 587 ათას 502 ლარია გათვალისწინებული.