სამხრეთ აფრიკამ რაგბის მსოფლიო თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

29 ოქტ 2023

პარიზის "სტად დე ფრანსზე" რაგბიში მსოფლიოს 2023 წლის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში "ბოკემ" 12:11 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებებში 1995 წლიდან მონაწილეობს.

გუნდი ჩემპიონი 1995 წელს, 2007-ში, 2019-ში და 2023-ში გახდა.