ისრაელში საქართველოს ელჩის კომენტარი

29 ოქტ 2023

ისრაელში მუშაობას განაგრძობს საქართველოს საელჩო. ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, საომარი მდგომარეობაა ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის ფრონტზე არის საბრძოლო მოქმედებები.

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში – თელ ავივში და მის მიმდებარე ქალაქებში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესები აღდგა.

ელჩის თქმით, საელჩოში მიმართვიანობა ნაკლებია.