ფესტივალი „მეგობრობის ხიდები“ ბერლინში

29 ოქტ 2023

ბერლინში საერთაშორისო ფესტივალი „მეგობრობის ხიდები“ სრულდება, რომელშიც ბათუმის კულტურის ცენტრის რამდენიმე კოლექტივი მონაწილეობს.

დღეს, დასკვნით კონცერტზე მაყურებლის წინაშე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი და მასთან არსებული გოგონათა კვარტეტი წარსდგებიან.