ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმენენ

30 ოქტ 2023

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმენენ. დეპუტატები წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, ცვლილება 2 300-ს მედიკამენტს შეეხო.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რის შედეგადაც წამლები დაახლოებით 45%-ით გაიაფდა.