თურქეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება

31 ოქტ 2023

საქართველოს პრემიერმა რეჯებ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს,თურქეთის ეროვნული დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ.  

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.