მოლაპარაკებები ერგნეთში

01 ნოე 2023

ერთ დღეში ორი უკანონო დაკავება. ოკუპანტებმა  ოკუპირებულ სოფელ   გვირგვინას მიმდებარედ, რომელსაც ქართული სოფელი ტახტისძირი ესაზღვრება, გუშინ,  გვიან  საღამოს 22 საათზე კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. გარემოება და დეტალები - რა გახდა მისი დაპატიმრების  მიზეზი სუს-ისთვის უცნობია.  

ამ და კიდევ 6 მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ამ წუთებში ინციდენტებისა   პრევენციისა და მათზე რეაგირების  მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში განიხილავენ.

ამასთან დღის წესრიგშია უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებიც, რომლის ბოლო ფაქტი გუშინ დაფიქსირდა. ოკუპანტებმა ერთ-ერთ სოფელში, დამატებითი მავთულხლართები გაავლეს. 

მხარეები საოკუპაციო ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტზე იმსჯელებენ.