შეხვედრა ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებთან

01 ნოე 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარის ოდენობით.

მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა.

მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან,  ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.