06 მარ 2017
არ არის გამორიცხული დღეს უკვე ოფიციალურად გადაწყდეს და ძალაში შევიდეს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. დღეს პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და მას დაცვის მხარე დაესწრება, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, მათთვის ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.