ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა

02 ნოე 2023

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.