ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის ფეხბურთელობის კანდიდატია 

03 ნოე 2023

სერია A-მ ოქტომბრის MVP-ის ჯილდოს 6 კანდიდატი დაასახელა, რომელთა შორის ხვიცა კვარაცხელიაც მოხვდა. მისი კონკურენტები გლეისონ ბრემერი, ლაუტარო მარტინესი, რიკარდო ორსოლინი, კრისტიან პულიშიჩი  და მატიას სულე არიან. კვარა გასულ სეზონში 3-ჯერ გახდა სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

ამჯერად, 22 წლის ხვიჩას მიმდინარე სეზონში პირველი ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შანსი აქვს.