ძიუდოისტი ალექსი დავითაშვილი ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა 

03 ნოე 2023

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ალექსი დავითაშვილი ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.