„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე „იბერიანსს“ დაუპირისპირდება 

03 ნოე 2023

ხვალ რაგბი ევროპის სუპერთასის გათამაშება იწყება. ტურნირის ორგზის და მოქმედი ჩემპიონი, პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ტიტულის დაცვას შეეცდება.

შავი ლომი პირველ შეხვედრას 4 ნოემბერს შინ, ესპანურ იბერიანსთან ჩაატარებს.

11 ნოემბერს პორტუგალიაში ლუზიტანოსს ესტუმრება, 18 ნოემბერს კი ისრაელის წარმომადგენელ თელ ავივ ჰითთან მატჩია, თუმცა სად გაიმართება ჯერჯერობით უცნობია.