ერდოღანი: პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება 

03 ნოე 2023

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო 28 დღეა ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასტანაში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თურქეთი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმზე მუშაობს.

დაამატა, რომ არ არსებობს კონცეფცია, რომელიც გაამართლებს ან ახსნის  იმ სისასტიკეს, რომელიც ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ ხდება.