საგამოძიებო მოქმედებები ე.წ ცინადის საქმეზე

06 მარ 2017

პროკურატურამ ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე, არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა გიორგი ფანცულაიამ და მია ზოიძემ მოთხოვნაზე პროკურატურის პასუხი დღევანდელი საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მიიღეს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაკითხვის გასაგრძელებლად, დაკავებული სასულიერო პირი მზადაა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია პროკურატურის პოზიცია.