ბათუმის სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

05 ნოე 2023

საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით ბათუმში დაიწყო ტრადიციული სასკოლო-საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ.

პირველი ეტაპი შიდა-სასკოლო ასპარეზობას მოიცავს, რომელშიც გამარჯვებული ორი ვაჟი და ერთი გოგონა, საკუთარ სკოლას, სკოლებს შორის ჩემპიონატზე წარადგენს.

შეჯიბრება სწრაფ ჭადრაკში, შვიდ ტურად ტარდება და ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.