მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების თანამშრომლებს შორის ტურნირი მინიფეხბურთში

06 ნოე 2023

ტურნირი სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს შორის მინი ფეხბურთში დასრულდა. მასში 12 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალლიტეტები დაუპირისპირდნენ, 4-1 ქობულეთის სასარგებლოდ დასრულდა და პირველ ადგილზე ქობულეთი გავიდა, მეორე ადგილი შუახევმა, მესამე კი ჯანდაცვის სამინისტრომ დაიკავა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და სიგელებით.