07 ნოე 2023
ლევან მჭედლიძემ, რომელიც ბოლო დროს უგუნდოდ იყო, კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში „პალერმოს“, „ემპოლის“, „დინამო თბილისის“, „დინამო ბათუმის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში 31 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
კარიერის საუკეთესო პერიოდი „ემპოლიში“ გაატარა, სადაც სერია ა-სა და სერია ბე-ში თამაშობდა.