საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება 

09 ნოე 2023

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 15, 18 და 21 ნოემბერს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს.

15 ნოემბერს საქართველო კვიპროსს დაუპირისპირდება, 18-ში – მოლდოვას, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 21 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი მოთამაშე იტალიიდანაა,  აკაკი გიუნაშვილი „ფროსინონედან“ და დაჩი ლორთქიფანიძე  „კრემონეზედან“.