09 ნოე 2023
ისტორიული გადაწყვეტილება განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.