,,დიდგორი 2023’’

10 ნოე 2023

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023“. თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, წელს საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება.

სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციის დახვეწას, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის  კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.

უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება.