შარლ მიშელის განცხადება

11 ნოე 2023

ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.

შარლ მიშელის თქმით, გაფართოება ადვილი არ არის, მაგრამ როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება. მიშელმა სიტყვით გამოსვლისას ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაგან ერთი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეხებოდა, ხოლო მეორე ევროკავშირის გაფართოების საკითხს.