„ინოვაცია და მეწარმეობა - ხვალინდელი ლიდერები“ - კონფერენცია ბსუ-ში

11 ნოე 2023

„ინოვაცია და მეწარმეობა - ხვალინდელი ლიდერები„ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამოტივაციო ხასიათის შეხვედრას გულისხმობდა. 

მოეწყო დისკუსია და ახალგაზრდებს ხელმისაწვდომი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.